ერთ მშვენიერ დილას მარკუსი და ხუანი შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს. ხუანი ახალბედა თაღლითია და უშედეგო მცდელობის შემდეგ მაღაზიაში ფულის გამოძალვისას ჩავარდება. მარკუსი პოლიციელად გაასაღებს თავს და ხუანს გამოიხსნის ხიფათისგან, რის შემდეგ ცდილობს თაღლითობის გაკვეთილები მისცეს ახალბედას და ,,სწორ” გზაზე დააყენოს.
ამას ყველაფერს რა თქმა უნდა უანგაროდ არ აკეთებს, მას ხომ ერთგული თანამოაზრე სჭირდება ძალიან დიდი საქმისთვის.
არგენტინული კინოს მცირებიუჯეტიანი შედევრი მაშინ ჯერ კიდევ უცნობი მსახიობებით და რეჟისორით.