შუახნის მამაკაცი, ანდრეასი უჩვეულო შემთხვევის წყალობით აღმოჩნდება უცნაურ ქალაქში, სადაც ერთი შეხედვით აბსოლუტური იდილიაა. ქალაქის მაცხოვრებლებისთვის სიტყვა ,,პრობლემა” საერთოდ უცხოა, ყოველი მათგანი დასაქმებული და საკმაოდ შეძლებულია, ქუჩებში კი შესაშური სისუფთავე და საოცარი სიმშვიდეა. ანდრეას სამსახურში იღებენ და აქტიურად რთავენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამსახურში რომანს გააბამს და მისი ახალი მეგობარი გოგონა სთხოვს მასთან გადავიდეს საცხოვრებლად. მისი უშუალო უფროსი სამსახურში ყოველთვის მზადაა დაეხმაროს რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში.
თითქოს ანდრეასი იდეალური ცხოვრებისთვის განკუთვნილ იდეალურ ადგილას მოხვდა და ამ იდეალური საზოგადოების ნაწილი უნდა გახდეს. მაგრამ მას ეს ყველაფერი არ აწყობს, პირიქით აღიზიანებს და ცდილობს თავი დააღწიოს ამ სტერილურ სამყაროს, სადაც ემოციები ყოფითმა პრიორიტეტებმა შთანთქა. სკანდინავიური საავტორო კინოს გამორჩეული ნიმუში, სადაც თანამედროვე უზრუნველყოფილი საზოგადოების უსულგულობა და ემოციურობის დეფიციტი ძალზედ საინტერესო კუთხით და ხერხითაა ნაჩვენები