მორიგი წარმოდგენის შემდეგ ცირკის მასხარა უყვება თავის შვილს მეორე მსოფლიო ომის დროს გადახდენილ ისტორიას. მას და მის მეგობრებს ფაშისტები დააპატიმრებენ და განაჩენის მოლოდინში ორმოში ჩაყრიან. მათი მცველი რიგითი გერმანელი ჯარისკაცია..
ჟან ბეკერის თხრობის მსუბუქი მანერა და ცხოვრების სიყვარული ყოველ კადრში იგრძნობა.
როცა სამყარო სრულიად შეიშალა და ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ ღირს, იუმორი გვევლინება ერთადერთ საყრდენ წერტილად გადარჩენისათვის.
მნიშვნელობით და აზრით ალბათ ეს ფილმი ბენინის ,,ცხოვრება მშვენიერია”-ს შეიძლება შევადაროთ, თუმცა ბაღები მაინც გამორჩეული და ოსტატურად შესრულებული თვითმყოფადი ფილმია, რომელსაც მსოფლიო კინემატოგრაფიაში თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული.