დამწყებ ქურდბაცაცას ეიჯსს ბინის ქურდობისას ბინის პატრონი წაადგება თავს. თითქმის საუკუნეს მიღწეული მოხუცი ქალბატონი იარაღის მუქარის ქვეშ აიძულებს ახალგაზრდას მოისმინოს ისტორია, რომელშიც შეთხზული და სიმართლე ერთმანეთშია გადახლართული. ისტორია მე-20 სუკუნის დასაწყისში ველურ დასავლეთში მცხოვრები ორი ძმის შესახებ გვიყვება, რომელთაც ერთი ქალი შეუყვარდათ.
მილჩო მანჩევსკის დაუფასებელი შედევრი, ფილმი სიკვდილზე და სიცოცხლეზე, ფილმი სიყვარულსა და ღირსებაზე, ცხოვრების სიძნელეებზე და რთულ არჩევანზე. ფილმი იმდენად გამორჩეულია, ფილოსოფიური სიმბოლოებით დატვირთული და ამასთანავე სანახაობრივი, ჟანრობრივად არ შეიძლება რომელიმე ერთ მათგანს მივაკუთვნოთ.