როცა ავტომობილით სახლში მიმავალ კლიმენტინას გზაზე საეჭვოდ მიგდებული ავტომანქანა შემოხვდება, არ ჩერდება და სახლისკენ აგრძელებს გზას. მას წარმოდგენა არა აქვს, რა შეემთხვათ ავტომანქანის მგზავრებს. მაგრამ ის და მისი მეგობარი ლუკასი მალე ყველაფერს გაიგებენ და საკუთარ თავზე გამოცდიან, როცა ტელეფონის ზარი და უეცრად ჩართული ტელევიზორი გააღვიძებთ მათ ღამის სიბნელეში. საშველი არ არის, ისინი უკვე აქ არიან…
და ეს ინტერესი, ეს ინტრიგა, დამატებული და გამძაფრებული ფრაზით ,,დაფუძნებულია რეალურ ამბებზე” გაიხსნება მხოლოდ ბოლო წუთებზე ამ საშინლად დაძაბული და ოსტატურად დადგმული ფილმისა, რომლის ფინალური ტიტრები კიდევ ერთხელ გვაიძულებს დავფიქრდეთ, საით მიექანება სამყარო…