შავი სოციალური დრამა თრილერის ჟანრის კლასიკის, ,,მდევარის” რეჟისორისგან. ისტორია უბრალო ადამიანისა, რომელიც იმისათვის რომ სიღარიბეს თავი დააღწიოს და დიდი ხნის უნახავ ცოლს შეუერთდეს ყველაფერზე მიდის. და რამდენი შეუძლია ადამიანს, როცა ყველაფერზე მიდის..?
ფილმში ნატურალური და სასტიკი სცენები მრავლადაა, რაც თითქოს ჟანრების პირობითობას არღვევს და ერთმანეთში რევს, რამაც შეიძლება მაყურებელი ცოტა დააბნიოს კიდეც, თუმცა ფილმის დაძაბული დინამიკა იმდენად კარგად ერწყმის მთავარი გმირების შინაგან განცდებს და კადრებიც იმდენად გვამახსოვრდება, რომ ეს ფილმი აზიური კინოშედევრების სიაში ღირსეულ ადგილს ნამდვილად დამსახურებულად იკავებს.