კონი ბანკის ძარცვას გეგმავს და ამ სარისკო საქმეზე მისი გონებაშეზღუდული ძმა ნიკი მიჰყავს. ძარცვა წარმატებით ჩაივლის, მაგრამ გზაში ძმებს ფულის ჩანთაში ჩადებული საღებავი აუფეთქდებათ და ნიკი პოლიციას უვარდება ხელში. კონი გრძნობს რა დანაშაულს მისი ძმის ჩავარდნის გამო, ყველაფერს ცდილობს, რათა იგი ტყვეობიდან გამოიხსნას.
ეს საოცარი დინამიკის მქონე ფილმი გვთავაზობს თვალყური ვადევნოთ ორი ძმის საკმაოდ რთულ ცხოვრებას რეალურ დროში და ყურებისას ერთი წამითაც კი არ მოგვცემს შესვენების საშუალებას.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ფილმის საუნდტრეკი, რომელიც შესაშური სიზუსტით ამატებს სასპენს ისედაც დაძაბულ კადრებს და მას განსაკუთრებულ ენერგეტიკას მატებს.