სამხრეთ იტალიის სოფლის განაპირას, ნანგრევებში თამაშის დროს 10 წლის მიკელე აღმოაჩენს მაფიის საიდუმლო ადგილს, სადაც დაძონძილი და მისავათებული პატარა ბიჭუნა ჰყავთ ჩაკეტილი. ეს აღმოჩენა მთელ მის სამყაროს ამოატრიალებს და შეცვლის.
გაბრიელ სალვატორესმა გადაიღო ფილმი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა: სურათიც, მუსიკაც და მხახიობების თამაშიც. ფილმი, რომელიც შეუძლებელია დაგავიწყდეს.