მდიდარი გამომცემელი კვირაში ერთხელ მეგობრებთან ერთად ძალზედ უცნაურად ერთობა. ყოველი მათგანი ვახშამზე თითო მოსულელო სტუმარს არჩევს და ეპატიჟება, რომელსაც მთელი ვახშმის განმავლობაში სასაცილოდ იგდებენ, ისე რომ ეს ადამიანი აზრზეც არ არის. ვინც ყველაზე სულელ სტუმარს მოიყვანს მოგებულიც ის არის. ნაცნობის რეკომენდაციით პიერ ბროშანი პოტენციურ ჩემპიონს, საგადასახადოს მოკრძლებულ ინსპექტორს ვახშამზე ეპატიჟება, მაგრამ ვახშამი გადაიდება. სტუმარი მაინც მოდის. აქედან იწყება მთელი რიგი ,,დრამატული” მოვლენებისა, რომელიც პიერის ცხოვრებას და მსოფმხედველობას რადიკალურად შეცვლის. ცნობილმა ფრანგმა კომედიოგრაფმა, ფრანსის ვებერმა ბოლო ათწლულების ყველაზე სასაცილო კომედია გადაიღო, რომელსაც მანამდე მხოლოდ თეატრის სცენაზე დგამდა.

