fbpx
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ლონდონის ბანდები (Gangs of London)

რიმინლური დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობის შედეგად წარმოქმნილი უეცარი სიცარიელე რისკის ქვეშ აყენებს ლონდონის კრიმინალური სამყაროს ბალანსს. ბანდებს შორის დაძაბულობა იზრდება. ომი გარდაუვალია. სადამდგმელო და საოპერატორო თვალსაზრისით სერიალი ნამდვილად გამორჩევის ღირსია. სარეჟისორო ტრიო გარეთ ევანსის მეთაურობით ექშენის ნამდვილ დიდოსტატებად გვევლინებიან.

ყოველი ჩხუბის და შეტაკების სცენა საოცარი ვირტუოზულობითაა დადგმული (მოდურ ქურთუკებში გამოწყობილი ნიგერიელების სისხლიანი გარჩევის ან შტურმის სცენები ჯერ რად ღირს). ყოველი სერია ექშენით და ლონდონის ქუჩების ატმოსფეროთია გაჟღენთილი, რაც მთლიანობაში სერიალს დინამიურს და სანახაობრივს ხდის.

ლონდონის ბანდები (Gangs of London) 
რეჟისორი: გარეთ ევანსი, კორინ ჰარდი, ქსავიე ჟანსი.
2020წ. (დიდი ბრიტანეთი)
 Gangs of London (2020) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
21 Savage x Metro Boomin – Runnin (Official Music Video)

21 Savage x Metro Boomin – Runnin (Official Music Video)

Add to favorites

შემდეგი
Massive Attack, Young Fathers – Voodoo In My Blood

Massive Attack, Young Fathers – Voodoo In My Blood

Add to favorites

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ
Total
0
Share