ჩვენ გვყავს პაპი! (Habemus Papam) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ჩვენ გვყავს პაპი! (Habemus Papam)

პაპის სიკვდილის შემდეგ კონკლავი ახალ პაპს ირჩევს. არჩევანი კარდინალ მელვილზე ჩერდება. მაგრამ რა ხდება ვატიკანში რეგლამენტით თუ კათოლიკური სამყაროს ახლადმოვლენილი პაპი უარს ამბობს წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე გამოსვლაზე, ისტერიკაშია და ამბობს რომ ამ წოდების წნეხის გაძლება მის ძალებს აღემატება? სეანსი რომის საუკეთესო ფსიქოტერაპევტთან, ფრენბურთის ტურნირი კარდინალებს შორის, რომ უწმინდესი გაამხნევონ თუ…?

არჩევანი არც ისე დიდია, დრო კი ძალიან ცოტა. მოედანზე შეკრებილი მილიონობით მორწმუნე ელოდება ახლად არჩეული პაპის აივანზე გამოსვლას, რომელიც ამ არეულობაში სასახლიდან გაქცევას ახერხებს..

ჩვენ გვყავს პაპი! (Habemus Papam)
რეჟისორი: ნანი მორეტი 2011წ.
(იტალია, საფრანგეთი)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
Tame Impala – FIFA 21 World Premiere

Tame Impala – FIFA 21 World Premiere

შემდეგი
ჩოქელა (La Mante)

ჩოქელა (La Mante)

მოქმედება თანამედროვე პარიზში ვითარდება

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share