პოლიციელებს, რიჯმანს და ენტონის საქმიდან ჩამოაშორებენ, მას შემდეგ რაც ქსელში ვიდეო დაიდება, სადაც მეწყვილეები ეჭვმიტანილს სასტიკად უსწორდებიან და საქმის აღიარებას აიძულებენ. პოლიციელები გადაწყვიტავენ შემოსავლის სხვა წყარო მოძებნონ. სხვა წყაროს ძებნაში ისინი სასტიკი და სისხლიანი პროფესიონალი დამნაშავეების გზას გადაკვეთავენ. იწყება გარჩევა, რომელიც ლომებზე ნადირობას უფრო ჰგავს, სადაც ვინ მსხვერპლია და ვინ მონადირე რთული გამოსაცნობია.
რეჟისორმა ს.კრეიგ ზალერმა, რომელმაც თავისი წინა ნამუშევრით ,,ჩხუბი 99-ე ბლოკში” სასიამოვნოდ გააოცა ექშენის მოყვარულები, არც ამჯერად უღალატა თავის თავს და თავისი მინიმალისტური თხრობის მანერით ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო კრიმინალური თრილერი შემოგვთავაზა.