მოქმედება თანამედროვე პარიზში ვითარდება. ჟან დებერი, მეტსახელად ,,ჩოქელა”, ცნობილი მკვლელი ქალია, რომელიც 25 წლის წინ მთელს საფრანგეთს შიშის ქვეშ ამყოფებდა. პოლიციასთან შეთანხმებით ჟანა ტოვებს ციხეს, რათა მის შვილს დამიენს, ამჟამად პოლიციელს, სერიული მკვლელის პოვნაში დაეხმაროს. დამიენს სხვა გზა არა აქვს, მკვლელი თავისუფლად დასეირნობს პარიზის ქუჩებში და ნებისმიერ მომენტში შეუძლია დარტყმის მიყენება.
კომპანია ,,ნეთფლიქსმა” უკვე მერამდენედ შეძლო მორიგი მრავალსერიანი ხარისხიანი კონტენტის წარმოება და მაყურებელს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტიური თრილერი აჩუქა.