მარკი, პრიუ, დენი და სლაიდი 12 წლის იყვნენ, როცა პარკში სასეირნოდ წავიდნენ და მათ მარკის 5 წლის ძმა ჯესი აეკიდათ. ბიჭები მას გაუბრაზდნენ და სახლში დაბრუნება აიძულეს. ჯესი თითქოს სახლისკენ მიდის, მაგრამ არ ბრუნდება, იგი იკარგება.
მას შემდეგ 20 წელი გავიდა. დენი, რომელიც უკვე დეტექტივია ერთ ,,მშვენიერ” დღეს შოკისმომგვრელ ფაქტს აწყდება: უცნაური მკვლელობის ადგილას ჯესის დნმ-ს აღმოაჩენენ. ესიგი ჯესი ცოცხალია და მისი მოძებნა შეიძლება…