ანრიმ ოდესღაც დაწერილი რომანით სახელიც მოიხვეჭა და ქონებაც. თუმცა ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია დავიწყებას მიეცა და მწერალი შემოქმედებით კრიზისთან ერთად ოჯახთან ურთიერთობის პრობლემებსაც განიცდის. მისი ცოლი სესილი ცდილობს ამ ურთიერთობების ანტიდეპრესანტებითა და ღვინის ჭიქით გადარჩენას. ბავშვები ცდილობენ თავისი ცხოვრებით იცხოვრონ და მამას ზოგჯერ საკმაოდ თავხედურად ექცევიან, როცა იგი ჩარევას ცდილობს.
ერთ მშვენიერ წვიმიან საღამოს უეცრად გამოჩენილი უპატრონო მასტიფი რადიკალურად ცვლის ანრის ქაოტურ და გამოფიტული ცხოვრების წესს. ძაღლი იჭრება ამ ადამიანების ცხოვრებაში და აიძულებს მათ სხვა თვალით შეხედონ ერთმანეთსაც და მათ ირგვლივ საგნებს.
რთულია ამ ფილმის მხოლოდ კომედიად ფორმულირება, მიუხედავად იმისა, რომ სასაცილო მომენტები მასში საკმაოდ მრავლადაა. ლირიული გადახვევები და გმირების ხასიათი იმდენად კარგადაა შერწყმული ფილმის სიუჟეტს, არ შეიძლება არ მოიხიბლო ერთით ან მეორეთი. ივან ატალის გულახდილი თამაში კი ნამდვილად გამორჩეულია და მხოლოდ შარლოტა გენსბურგის სევდიანი, ოჯახურ დილეგში გამომწყვდეული პერსონაჟის თამაში შეიძლება ეპაექროს.