ახლო მომავალი. ტექნოლოგიების ერა. ამ მრავალფეროვანი ტექნოლოგიების ერაში გრეი იმ იშვიათთაგანია, რომელსაც ხელით მუშაობა უყვარს. იგი ძველი ავტომობილების აღდგენითა და გამართვითაა დაკავებული. ერთხელაც როცა მორიგი კლიენტისგან სახლში ბრუნდება მეუღლესთან ერთად, ავარიაში მოხვდება, შემდგომ კი ნაძირლების ბანდის ხელში აღმოჩნდება. შედეგად იგი მეუღლეს კარგავს, თვითონ კი კისრის ქვემოთ პარალიზებული რჩება. იმედდაკარგულს იგივე კლიენტი სთავაზობს ექსპერიმენტული იმპლანტის ჩასმას, რომელსაც მოძრაობის სრული აღდგენა შეუძლია.
გახმაურებული კინოციკლის ,,ხერხის” სცენარისტმა, ავსტრალიელმა ლი უონელმა არანაკლებ პირქუში, დაძაბული და ორიგინალური ფანტასტიკური თრილერი გადაიღო.