მოქმედება ვითარდება მე-20 საუკუნის ოციანი წლების ბოლოს გერმანიაში, სანამ ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდოდნენ. პოლიციის კომისარი გერეონ რატი სხვადასხვა დანაშაულებების გახსნითაა დაკავებული ბერლინში, დაწყებული მკვლელობიდან დამთავრებული ნარკოტიკებით ვაჭრობამდე. მთავარი გმირი ამჩნევს როგორ იცვლება საზოგადოება, როგორ გამოდის წინა პლანზე ისეთი მოვლენები, როგორიცაა ემანსიპაცია და ექსტრემიზმი..
,,ბაბილონ-ბერლინი” ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სერიალია, ხარისხით იგი არაფრით ჩამოუვარდება იგივე ,,ნეთფლიქსის” პროდუქციას, რაშიც დიდი წილი ცნობილ რეჟისორ ტომ ტიკვერს მიუძღვის. ომისწინა პერიოდის ბერლინის ანტურაჟი ისე მართებულად და ნატურალურადაა შექმნილი, მაყურებელი თავიდანვე ეფლობა ამ საინტერესო დროსა და მოვლენებში.