ახალგაზრდა დამწყები მწერალი ლი ჯონ სუ შემთხვევით შეხვდება მის ძველ ნაცნობ გოგონას ჰე მის, რომელთან ერთად ბავშვობა აქვს გატარებული. ჰე მი სამოგზაუროდ აპირებს წასვლას და მეგობარს სთხოვს მისი არყოფნისას მის კატას მიაქციოს ყურადღება. მოგზაურობიდან გოგონა ახალ მეგობართან, მდიდარ და ლიბერალური შეხედულებების ბენთან ერთად ბრუნდება. ერთხელ წყვილი სტუმრობს ჯონ სუს, რომლის დროს ბენი მის უჩვეულო ჰობიზე უამბობს. ამ მომენტიდან ჯონ სუს მოსვენება ეკარგება, რაღაც გარდაუვალის და საშინელების მოლოდინში..
კორეელი ლი ჩან დონის ფილმი ,,ალმოდებული” დაფუძნებულია ჰარუკი მურაკამის მოთხრობა ,,ალმოდებული სარდაფები”-ზე. კანის ფესტივალზე ფილმმა უმაღლესი შეფასებები მიიღო, ზოგი თვლის რომ მან პირველწყაროსაც კი აჯობა. თუმცა ეს ალბათ უკვე მაყურებლის პრეროგატივაა, რომლისთვისაც ფილმშიც და ნაწარმოებშიც უამრავი მინიშნებაა და არცერთი პირდაპირი პასუხი კითხვებზე.