ისტორია მეგობრებისა, რომლებიც გადაწყვიტავენ ტრადიცია არ დაარღვიონ და ზაფხულის სეზონი ერთად გაატარონ. კაპ-ფერეს თბილი კლიმატი, არაჩვეულებრივი პლაჟი და საოცრად მყუდრო სახლი ადუნებს ქალაქის რიტმს მიჩვეულ ადამიანებს. თუმცა როცა ისინი ერთმანეთს ცოდვებში გამოტყდომას იწყებენ, ატმოსფერო იძაბება და ზედაპირზე ამოდის ის ისტორიები, გრძნობები და ემოციები, აქამდე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდათ.
ფრანგული კინოსთვის დამახასიათებელი სიცოცხლის სიყვარულით გაჟღენთილი და ამასთანავე სევდიანი კომედია, რომლის სამსახიობო შემადგენლობა ნებისმიერ ჰოლივუდურ ფილმს შეშურდება.