ედმონდ ვიდალმა ბავშვობა სიღარიბეში გაატარა, მაგრამ მან იცის ნამდვილი ოჯახური ღირებულებების და ერთგულების ფასი. იგი ყოველთვის თავისი სიტყვის ერთგულია, მაშინაც კი როცა მტერს აძლევს სიტყვას. ერთგული მეუღლე და ნამდვილი მეგობარი, მზად იყო დახმარებისთვის ნებისმიერ გასაჭირში, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ყოფილიყო ყველაზე ცნობილი ბანდის მეთაური, რომელიც 70-იანების დასაწყისში პარიზში ბანკებს ძარცვავდა.
ფილმის სიუჟეტს საფუძვლად დაედო საფრანგეთის ცნობილი ბანდის ისტორია, რომლიც 1967-1974 წლებში ლიონის მახლობლად მოქმედებდა. მათი გამორჩეული ხელწერა ძარცვის დროს უსისხლოდ და ზედმეტი ძალადობის გარეშე საქმის შესრულება იყო.