ოპერაცის დროს მიღებული ჭრილობის და მეწყვილის დაკარგვის შემდეგ დეტექტივი გაბრიელი სამსახურს უბრუნდება, რათა სათავეში ჩაუდგეს ნარკობარონის მკვლელობის საქმეს. თუმცა საქმის გამოძიებისას მას მოუწევს ერთი ნაბიჯით დაასწროს იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ თავიანთი ბოსის მკვლელობისთვის შური იძიონ.
სერიალი მოგვითხრობს მკვლელობის გამოძიებაზე, რომელსაც ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარე აწარმოებს, პოლიციელები და კრიმინალები, რაღა თქმა უნდა განსხვავებული მეთოდებით. ყურადღება ფოკუსირებულია ყოველი პერსონაჟის ადამიანური უნარებისა და თვისებების რეალურ ზღვარზე. და რამდენად ადვილად შეძლებენ ისინი ამ ზღვარის გადალახვას..?