2011 წელი. მადრიდი. ეკონომიური კრიზისის და ქუჩაში გამოსვლების ფონზე მილიონნახევარი მორწმუნე რომის პაპის ჩამოსვლას ელოდება. დაძაბულობა იზრდება, პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. და ყველაფრის ამის ფონზე ხდება რიგი უცნაური მკვლელობებისა. ორი დეტექტივი ეჭვობს, რომ ქალაქში სერიული მკვლელი გამოჩნდა.
ეს ესპანური თრილერი გამოირჩევა უფრო თავისი შემადგენლობით, ვიდრე ფორმით.ფილმის შემქმნელებმა ფსონი განსაკუთრებულ რეალიზმზე გააკეთეს. ისტორია დინამიურია, ინფორმაცია კი იმდენად მცირე დოზით და დაუღეჭავად მოგვეწოდება, რომ წუთით რომ მოვწყდეთ ფილმს, შეიძლება მოვლენების მსვლელობა სულაც დავკარგოთ.