ბერლინელი ახალგაზრდა მეტსახელად ,,ბითი” მისთვის იდეალური ცხოვრებით ცხოვრობს: ღამის წვეულებებს აწყობს, სადაც ნარკოტიკების და მეგობრების გარემოცვაში თავდაუზოგავად ერთობა. ეს ყველაფერი მანამდე გრძელდება, სანამ ცენტრალური საიდუმლო სამსახური არ გადაწყვიტავს ბითი ,,დაავერბოვკოს” და ციხეში ჩასმის მუქარის ქვეშ მათზე მუშაობა აიძულოს.
საქმე იმაშია, რომ იგი იდეალური დამხმარეა საშიში დამნაშავის დაჭერის საქმეში, რომელიც მისი უახლოესი მეგობრის ბიზნეს-პარტნიორია. ამ სერიალში ბერლინის ღამის ცხოვრება კარგადა კონტრასტირებული კრიმინალთან. საუნდტრეკი, რომელიც ელექტრონული ტრეკებისგან შედგება, კარგად გადმოგვცემს პესონაჟების განწყობას და მთლიანად ფილმის ატმოსფეროს.