მთავარი გმირი ლილი ჩანი -კომპიუტერული ინჟინერია. იგი სან-ფრანცისკოს მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანია Amaya-ში მუშაობს და ეჭვობს, რომ ფირმის ხელმძღვანელობა მისი მეგობარი ბიჭის სიკვდილშია დამნაშავე. კვალის მიგნების მცდელობისას იგი აწყდება კომპანიის საიდუმლო ქვედანაყოფს, რომელსაც არანაკლებ იდუმალი ადამიანი, ვინმე ფორესტი ხელმძღვანელობს.
ალექს გარლენდი 21-ე საუკუნის კინემატოგრაფიის ნამდვილი მოვლენაა. იგი თავიდან კინოში ისეთი გახმაურებული სცენარებით მოვიდა, როგორიცაა დენი ბოილის საკულტო ,,პლაჟი” და ,,28 დღის შემდეგ”, შემდგომ უკვე რეჟისორის სავარძელიც მოირგო (,,ექს მანქანა”, ,,ანიჰილაცია”) და დროთა განმავლობაში ინტელექტუალური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მეტრად იქცა.