ორი განსხვავებული რაკურსიდან დანახული ბანკის უცნაური ძარცვის ისტორია. აქ სიტყვათა წყობაში შეცდომა ნამდვილად არაა. ,,უცნაური ძარცვა” სწორედ შეესაბამება ბელგიელი რეჟისორების (ჟილ კულიე, დრის ვოსი) 12-სერიან ჩახლართულ კრიმინალურ დრამას.
ნიღბიანი მძარცველები, მძევლები, სპეცდანიშნულების რაზმი, ჟურნალისტები, გონებაგამჭრიახი დეტექტივები და არანაკლებ მოხერხებული დამნაშავეები.
და დღე, რომელიც შეცვლის ყველა ამ ადამიანის ცხოვრებას.