ქალაქის პოლიცია იძიებს გოგონას გაუჩინარებას. საქმეს პოლიციის ორი ინსპექტორი უძღვება, რომლებსაც ამ საქმეში თავისი ინტერესი აქვთ. ვინც დამნაშვეს პირველი იპოვნის, ,,განსაკუთრებულ დანაშაულთა” განყოფილების უფროსიც იგი გახდება. თანდათან ნათელი ხდება, რომ საქმე უბრალო მოტაცებასთან კავშირში არაა.
არაორდინალური კორეული თრილერი, სოციალური და ფსიქოლოგიური დრამის ელემენტებით, რომლის გმირებს მოუწევთ რთული არჩევანი გააკეთონ და გადაწყვიტონ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია: თანამდებობა თუ დამნაშავის დაკავება?