გალაქტიკათშორისი ომების დამთავრების შემდეგ დამარცხებული ,,კონფედერატების” დარჩენილი ნაწილები სხვადასხვა პლანეტის პატარა ქალაქებშია გაბნეული.
ამ ,,ველური დასვლეთის” სამყაროს უკიდურეს კიდეზე, სადაც ახალი რესპუბლიკის კანონები არ ვრცელდება, ცხოვრობს თავებზე მონადირე მარტოხელა მანდალორელი, ერთ დროს გავლენიანი რასის წარმომადგენელი. ამ კეთილშობილი მეომრების შთამომავალს უწევს დამნაშავეების დაჭერით და გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მათი ჩაბარებით ირჩინოს თავი.
შესანიშნავი ფანტასტიკა-ვესტერნი არა მხოლოდ ,,ვარსკვლავური ომების” თაყვანისმცმლებისთვის იქნება საინტერესო, რამდენად იგი სავსებით გამორჩეული და უნიკალურია(თუმცა პირველწყაროს მიმართაც პატივისცემა აშკარაა). პროექტის შემქმნელმა ჯონ ფავრომ შეძლო ადრინდელი ,,ვარსკვლავური ომების” ატმოსფერო კარგად გადმოეცა, ისე რომ ორიგინალურობა არ დაუკარგავს, რაშიც რა თქმა უნდა თავისი მოკრძალებული როლი სერიალის საუნდტრეკმაც (ლუდვიგ იორანსონი) შეიტანა.