რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

როცა გძინავს (Mientras duermes)

სესარი ბარსელონას ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კონსიერჟედ მუშაობს. იგი ემოციურად გაუწონასწორებელია, ღრმად განიცდის რაღაცას და ცდილობს იპოვოს მიზეზი, რომ როგორმე ყოფა გააგრძელოს. იგი ამასთანავე ზრდილობიანი და ყურადღებიანია მაცხოვრებლების მიმართ. დღიდან დღემდე გულისყურით ასრულებს მასზე დაკისრებულ სამუშაოს. სანამ მაცხოვრებლები კი მას ყურადღებას არ აქცევენ, იგი ყურადღებით აკვირდება მათ. სესარმა მათზე ყველაფერი, მათი ცხოვრების ყველა წვრილმანი იცის, განსაკუთრებით კი ერთ-ერთ მათგანზე…

ესპანურად უცნაური და ორიგინალური თრილერი, რომლის დაძაბულობას მსახიობების არაჩვეულებრივი თამაში კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს მატებს.

როცა გძინავს (Mientras duermes)
რეჟისორი: ჟაუმე ბალაგუერო

2011წ. (ესპანეთი)
 Mientras duermes (2011) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
მანდალორელი (The Mandalorian)

მანდალორელი (The Mandalorian)

გალაქტიკათშორისი ომების დამთავრების შემდეგ დამარცხებული ,,კონფედერატების”

შემდეგი
ჯეთი (Jett)

ჯეთი (Jett)

პროფესიონალი მძარცველი დეიზი, ფსევდონიმით „ჯეთი“ , ციხიდან გამოსვლის შემდეგ,

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share