სემუელ პერიე სანიტრად მუშაობს კლინიკაში, მისი მოვალეობაა პაციენტებს დაეხმაროს. ამჯერად მას არ გაუმართლებს, იმ ადამიანს გადაარჩენს, ვისზეც გამალებული ნადირობაა გამოცხადებული. მძიმე შედეგიც მალე დგება. მის ფეხმძიმე მეუღლეს იტაცებენ, თვითონ კი იღებს დავალებას სავადმყოფოდან ის საბედისწერო პაციენტი გამოიყვანოს, რომელიც გადაარჩინა და რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაა.
პერიეს მხოლდ სამი საათი აქვს, რათა გადაარჩინოს მეუღლე და დაამტკიცოს უდანაშაულობა. ფრედ კავაიეს ნამდვილი სპრინტერული და ადრენალინით სავსე კრიმინალური თრილერი, სადაც პარიზის ქუჩებში და მეტროში დევნას ფილმის ძირითადი დრო უჭირავს.