საცირკო ხელოვნებას არასოდეს დაუკარგავს მიზიდულობის ძალა. ამდენად ბევრისთვის საინტერესო უნდა იყოს მისი შიდა სამზარეულო, მისი ამ მიზიდულობის საიდუმლო. ამის საშუალებას ეს უნიკალური ფილმი იძლევა ძალიან ნიჭიერი მსახიობებით და გასული საუკუნის დასაწყისის პარიზის ატმოსფეროთი. ეს ის პერიოდია, როცა საფრანგეთში ფერადკანიანებს უწევთ ყოველდღიური ბრძოლა საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად.
ესაა ისტორია პარიზის პირველი ფერადკანიანი და თეთრკანიანი კლოუნის ტანდემის შესახებ. ესაა ამბავი მათი მეგობრობის შესახებ, რომელმაც ბევრი ცხოვრებისეული ბარიერი გადალახა: სიყვარული, მარტოობა, აღიარება, დამარცხება და ტრიუმფი.