ადელი აპირებს ხიდიდან გადახტომით დაასრულოს ცხოვრება. დანების ტრიალის ოსტატი გაბორიც თითქმის ზღვარზეა, თუმცა იგი დროულად ჩაერევა და გოგონას თვითმკვლელობისგან იხსნის. იგი დაიყოლიებს ადელს გახდეს სამიზნე მისი დანების სახიფათო შოუში. ადელი თანხმდება.
იწყება თავბრუსდამხვევი და დაუვიწყარი სიყვარულის ისტორია, რომლის გმირებს მიუხედავად იმისა რომ ცოტა აქვთ საერთო, მხოლოდ ერთად შეუძლიათ ცხოვრება განიცადონ.
ორი შესანიშნავი არტისტის, ვანესა პარადის და დენიელ ოტოის ბრწყინვლე თამაში პატრის ლეკონტის ამ შავ-თეთრ ფილმს ხელოვნების ნიმუშად აქცევს.