ჰექტორი ცხოვრებით კმაყოფილი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ყველა წინაპირობა აქვს ბედნიერი იყოს: მზრუნველი ცოლიც ჰყავს და ქალაქგარე ვილასაც ფლობს.
ერთ საღამოს იგი გადაწყვიტავს ბინოკლით შეისწავლოს სახლის ირგვლივ გარემო. მის ყურადღებას ტყეში თვალის გაკვრით დანახული ნახევრადშიშველი გოგონა იპყრობს და ტყეს მიაშურებს, რათა გაარკვიოს რა ხდება. ტყეში ჰექტორი უეცრად ადამიანს აწყდება, რომელსაც სახე სისხლიანი დოლბანდებით აქვს ახვეული. იგი ცდილობს სირბილით დაუსხლტეს ,,საშინელ” მდევარს და სრულიად შემთხვევით უცნაურ ადგილას მოხვდება, სადაც წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთშია გადახლართული.
ეს მცირებიუჯეტიანი ესპანური ფანტასტიკური თრილერი ყოველგვარი სპეცეფექტებისა და პათოსის გარეშე ახერხებს ჩაგვითრიოს დრამაში და გვაჩვენოს, როგორ შეიძლება იქცეს ჩვეულებრივი მოქალაქისათვის მორალური და სამართლებრივი ნორმების დარღვევა ნორმად.