2006 წლის იანვარში ლორნ მალვო ხვდება მინესოტის შტატის პატარა ქალაქ ბემიჯში. აქ იგი შემთხვევით სადაზღვევო პოლისებით მოვაჭრე ლესტერ ნაიგაარდს გაიცნობს. მალვო თავისი ექსპანსიური ქცევით და სისასტიკით წარმოუდგენელ გავლენას ახდენს საშუალო სტატისტიკურ ამერიკელ მოხელეზე.
ამ სერიალის ნებისმიერი სეზონის ყოველი სერია იწყება ტიტრებით: ,,ეს რეალური ისტორიაა. მოვლენები, რომელზეც სერიალშია მოთხრობილი, მოხდა მინესოტაში … წელს (წლები და ისტორია ყოველ სეზონზე სხვადასხვაა). გადარჩენილების თხოვნის გათვალისწინებით პერსონაჟების სახელები შეცვლილია. მიცვალებულების პატივისცემის გათვალისწინებით, ყველაფერი ისეა აღწერილი, როგორც სინამდვილეში მოხდა”.
კულტად ქცეული ამერიკული კრიმინალური სერიალი, რომელიც გადაღებულია ძმები კოენების ადრინდელი ფილმის მიხედვით, ორიგინალზე არანაკლებ პირქუშად, სტილისტურად და შავი იუმორითაა გაკეთებული