პანდემიის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ მთავრობა იწყებს დაზომბებული ადამიანების რეაბილიტაციის და სახლებში დაბრუნების პროცესს. მათ შორისაა ქირენ უოქერი, რომელიც უბრუნდება მის პატარა მშობლიურ ქალაქს ლანქშირს. მაგრამ მას აქ არ ელიან. იგი აწყდება ,,ჩვეულებრივი” ადამიანების მხრიდან სიძულვილს და უარყოფას. თუმცა მას ჯერ საკუთარ დემონებთან გამკლავება მოუწევს, რათა სხვა კონფლიქტები მოაგვაროს.
ამ სერიალში ვერ ნახავთ კლასიკური ზომბი-ფილმებისთვის დამახასიათებელ ტვინის გასხმებსა და სისხლის გუბეებს, თუმცა ფილმი როგორც სანახაობრივად, ასევე აზრობრივად არანაკლებ საინტერესო და დაძაბულია.