ძაღლი-მოჩვენება იდუმალებით მოცული მებრძოლია, რომელიც ძველი სამურაების ადათ-წესებით ცხოვრობს. იგი უანგაროდ ემსახურება თავის ბატონს, რომელმაც ერთ დროს სიკვდილისგან იხსნა. უარყოფს რა სიკვდილის შიშს და საკუთარ ბედს, იგი თანმიმდევრობით გზიდან იშორებს მისი ბატონის მტრებს, მიუხედავად იმისა რომ მის ბატონს სულაც არა აქვს კეთილი ზრახვები…
თითქოს ეს ყველაფერი შუა საუკუნეების იაპონიაში უნდა ხდებოდეს, მაგრამ არა..ეს თანამედროვე ამერიკაა, და ფილმის პერსონაჟებს და მათ ქცევებს თითქოს არაფერი აქვთ საერთო ძველ იაპონურ წესებთან. თუმცა ჯიმ ჯარმუშთან ყველაფერი სხვანაირადაა. თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული ამერიკელი რეჟისორისთვის დრო და ადგილი პირობითია, მხოლოდ ღირსებას და ერთგულებას აქვს აზრი.