სააგენტო ASK-ის თანამშრომლები ცნობილ ადამიანებთან მუშაობენ. ყოველდღიურად მათ უწევთ ლავირება კინოს ვარსკვლავებსა და სენსაციის მაძებარ ჟურნალისტებს, რეჟისორებსა და შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებს შორის. უეცრად, მეხის გავარდნასავით, კომპანიას საშინელი ამბავი დაატყდება თავს: კვდება ერთ-ერთი მისი დამფუძნებელი. დღეიდან კომპანიის ოთხეულს თვითონ მოუწევთ თავის გატანა და კომპანიის გადარჩენა კრახისაგან. ამისათვის კი ჯერ შიდა პრობლემები და პირადი ცხოვრება უნდა მოაგვარონ..
საოცრად მსუბუქი, დახვეწილი ფრანგული იუმორით გაჯერებული და რეალისტური სერიალი ფრანგულ კინოინდუსტრიაზე და მის შიდა სამზარეულოზე.