ბედნიერი ვერა მეუღლესთან ერთად ახალ სახლში გადადის. შემთხვევით პატარა ოთახში ძველ ტელევიზორსა და ვიდეოკამერას აღმოაჩენს. ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს ვიდეოკამერის მეშვეობით იგი პატარა ბიჭს უკავშირდება, რომელიც ამ სახლში 25 წლის წინ ცხოვრობდა. ვერა ცდილობს ბიჭი მოსალოდნელი სიკვდილისგან იხსნას. ამ მცდელობას თავისი გაუთვალისწინებელი შედეგები მოაქვს მის რეალობაში…
საუცხოო და კარგად შეკრული ფანტასტიკური თრილერი, რომელიც ესპანური კინოს კეთილ ტრადიციებს არ ღალატობს და ამ ჟანრის ფილმებში ნამდვილად გამორჩეულია.