ენამახვილი, სექსუალურად დაუკმაყოფილებელი და რთული ხასიათის მქონე ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელიც ებრძვის თანამედროვე ლონდონის მოსაწყენ ყოველდღიურობას მთელი მის ხელთ არსებული ,,არსენალით”.
ირონიით, სარკაზმით და ინგლისური სპეციფიური იუმორით შეზავებული სერიალი, რომელიც გადაღებულია იგივე სახელწოდების, 2013 წელს ედინბურგში დადგმული მონო-სპექტაკლის მიხედვით, სადაც ფიბი უოლერ ბრიჯი მთავარ გმირს თამაშობდა.