პოლიციას დროებით ჩამოშორებული ასგერ ჰოლმი სამაშველო სამსახურის ცხელი ხაზის ზარებს პასუხობს. ზარები ერთმანეთს ჰგავს, ახალი არაფერია: ვიღაც გაძარცვეს, ვიღაც ველოსიპედიდან ჩამოვარდა და დახმარება ესაჭიროება და ა.შ.. უეცრად ასგერთან შეშფოთებული ქალის ზარი შემოდის. იგი ასწრებს თქმას, რომ მოიტაცეს და კავშირი მალევე წყდება. ასგერმა დროზე უნდა გაარკვიოს ვინაა მოტაცებული და ვინაა გამტაცებელი, რადგან ყოველი გასული წუთი ამცირებს შანსს საქმე მშვიდობით დასრულდეს…
საოცრად დრამატული და ჩამთრევი დანიური ფილმი, რომლის ერთადერთი მთავარი გმირი ორ ოთახს არ ცდება, თუმცა საუცხოო რეჟისურის და შესანიშნავი მსახიობის წყალობით დაძაბულობის ხარისხი და დრამატიზმი ფილმის ბოლომდე ისეთნაირად შენარჩუნდება, რომ არ გვაძლევს საშუალებას ეკრანს მოვწყდეთ.