ჯეფ კასტელო დაქირავებული მკვლელია. ჭკვიანი, გამოცდილი და ცივსისხლიანი ის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება თავის საქმეში, ამიტომ იღებს რა შეკვეთას ერთ ძალიან გავლენიან პირზე, საქმეს ყოველგვარი სირთულის გარეშე ასრულებს. მკვლელი არც ნაკვალევს ტოვებს და დამაჯერებელ ალიბსაც ქმნის თავისთვის, მაგრამ უეცრად გამოჩნდება მკვლელობის თვითმხილველი, რომელმაც მკვლელი სახეზე იცის. პოლიცია და დანაშაულის შემკვეთები ნადირობას აცხადებენ კასტელოზე, რომელიც იძულებულია ჯუნგლებში დაჭრილი ვეფხვივით თავი დაიცვას…




ფილმი იწყება ფრაზით სამურაის კოდექსიდან იმაზე რომ, სამურაის მარტოობა მხოლოდ ვეფხვის ჯუნგლებში მარტოობას შეიძლება შევადაროთ. სინამდვილეში კი ეს ფრაზა თვითონ ჟან-პიერ მელვილმა მოიფიქრა, რომელსაც მსგავსი ხრიკი თავის არაერთ ფილმში გამოუყენებია.



