fbpx

სერიალი მოგვითხრობს ატლანტელი (ჯორჯიას შტატი) ერნის შესახებ, რომელც ცდილობს რამენაირად გამოასწოროს დაშვებული შეცდომები მისი მეგობარი გოგონას, მისი მშობლების და მისი ბიძაშვილის (მეტსახელად Paper Boi) წინაშე, რომელიც რეპს კითხულობს და დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. ერნი უნივერსიტეტიდან გამორიცხეს, მას არც ფული აქვს და არც სახლი, ის ღამეს ხან მშობლებთან, ხან მეგობარ გოგოსთან ათევს. ხვდება რა, რომ მისი ბიძაშვილის შემოქმედება იმყოფება საყოველთაო აღიარების ზღვარზე, ერნი ცდილობს გამოიყენოს ეს მომენტი, რათა უკეთესობისკენ შეცვალოს საკუთარი და მისი შვილის ცხოვრება.

ატლანტა არის სერიალი ამ ქალაქის ჩვეულებრივი მაცხოვრებლების და მათი ცხოვრების, გატაცებების შესახებ, რომელიც მისი სატირით, იუმორით და საოცარი მიგნებებით ცდება კონკრეტული ქალაქის ანტურაჟს და მთლიანად ამერიკისათვის დამახასიათებელ თემებს და პრობლემებს ეხება.

ატლანტა (Atlanta)
შემქმნელი: დონალდ გლოვერი
2016წ – (აშშ)

 Atlanta (2016) on IMDb

FavoriteLoadingAdd to favorites

Cart

შესვლა

ანგარიშის შექმნა
Back to Top