მაქსი დღესასწაულების ორგანიზატორია. ნამდვილი პროფესიონალი. იგი იღებს ქორწილის შეკვეთას, რომელიც მე-17 საუკუნის სასახლეში უნდა ჩაატაროს. მისი კონტროლის ქვეშაა აბსოლუტურად ყველაფერი: ბანკეტი, ფოტოგრაფი, მზარეულები, ოფიციანტები, მომღერლები. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილია. თითქოს ყველაფერი რიგზეა. მაგრამ როგორც ცნობილია, რამე თუ შეიძლება თეორიულად მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება…
კიდევ ერთი შედევრი ,,1+1″-ის შემქმნელებისგან, სადაც ბალანსი დრამასა და კომედიას შორის ისე იდეალურადაა დაცული, რომ რთულია არ აღფრთოვანდე ამ ფილმის მხატვრული სიღრმით.