არავის ძალუძს დაარღვიოს წელიწადის დროების უწყვეტი თანმიმდევრობა, როცა დასაწყისში ყველაფერი აღმოცენებას იწყებს, შემდგომ იზრდება, ბოლოს კი ქვრება. ცხოვრების ამ ციკლს ორი ბუდისტი ბერი ადევნებს თვალს, რომლებიც ტბაზე მოტივტივე ქოხში ცხოვრობენ განმარტოებით. წელიწადის გარკვეული სეზონის დადგომასთან ერთად მათი სულები ივსება შესაბამისი ენერგიით, რომელთაც ზოგიერთ შემთხვევაში ტრაგედიამდე შეიძლება მიიყვანონ ერთი შეხედვით უმანკო სულები.
ისინი ვერ შეძლებენ თავი დააღწიონ წუთისოფლის კანონზომიერებას, და ვერც იმ სურვილების, განცდების და ვნებების გარეშე შეძლებენ ცხოვრებას, რომლებიც ესე გვერტყმის ირგვლივ ყველა ჩვენთაგანს. კიმ კი დუკის საოცრად ლამაზი და აუჩქარებელი კინო შედევრი, რომელიც ცხოვრების გზების სირთულეებსა და ადამიანის საკუთარ თავის მარადიულ ძიებაზეა.