ერთხელ დილით ისინი ცვლიან ადგილებს. რაფაელი იღვიძებს არა ცნობილ მწერლად დიდების პიკში, არამედ ჩვეულებრივ მასწავლებლად, ოღონდ წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილი მეტისმეტად მაღალი ეგოთი. მისი მეგობარი გოგონა, ოლივია კი პირიქით, ცნობილი პიანისტია, რომელსაც ცოლობას მოდური მუსიკალური პროდუსერი სთხოვს.
რაფაელმა ყველაფერი იცის ოლივიას შესახებ, მაგრამ ოლივიას საერთოდ არაფერი ახსოვს მასზე. რომ გაერკვეს ამ არეულობაში და ძველი ცხოვრება დაიბრუნოს, რაფაელმა მისი გული თავიდან უნდა მოიგოს… საოცრად მსუბუქი და ამასთანავე ღრმა ფილმი, რომელიც გვაჩვენებს რა დათმობებზე და მსხვერპლზე შეუძლია ადამიანს წავიდეს ნამდვილი სიყვარულის გულისათვის.