ჰონგ-კონგი, 1962 წელი. სუ და ჩოუ ერთმანეთის მეზობლად ოთახებს ქირაობენ. მათი მეუღლეები სულ შვებულებაში ან რაღაც საქმეზე არიან. ერთხელაც ჩოუ სუზე ჩამოკიდებულ ჩანთას იცნობს, მის მეუღლეს ხომ სწორედ ესეთი აქვს. სუ კი ჩოუზე ჰალსტუხს ამოიცნობს, რომელიც ჩოუს მისმა მეუღლემ აჩუქა და რომელსაც მისი მეუღლეც ატარებს. ფილმის გმირები ხვდებიან, რომ მეუღლეები მათ ღალატობენ…
ვონგ კარ ვაი გვიყვება თითქოს გაცვეთილ და ბანალურ ისტორიას ღალატსა და სიყვარულზე. მაგრამ აქ სიუჟეტი არაფერს ნიშნავს, აქ მთავარი ის უნიკალური განწყობაა, რომელსაც რეჟისორი ქმნის კინოსთვის დამახასიათებელი ყველა საშუალებით.