პარიზის ზაფხული. შვებულების სეზონის დასაწყისი. სადაზღვევო აგენტი ანტუანი ელოდება მის მეუღლე ელენთან შეხვედრას. იმ მომენტისთვის როცა იგი ჩამოდის, ანტუანი სამი კათხა ლუდის დალევას ასწრებს. ისინი მიემგზავრებიან მანქანით საფრანგეთის სამხრეთში, რათა თავიანთი შვილები წამოიყვანონ. საუბედუროდ გზა ძალიან გადატვირთულია. ნერვები რომ დაიწყნაროს, ანტუანი შიგადაშიგ დასალევად ჩერდება. ალკოჰოლის ზემოქმედებისგან მისი მანქანის მართვა სულ უფრო და უფრო არეული ხდება. მას და ელენს შორის ხდება კამათი და ელენი ტოვებს მანქანას, რათა მატარებლით გააგრძელოს გზა. ანტუანი ცდილობს დაეწიოს მას, მაგრამ მატარებელი გაასწრებს და მეუღლის მაგივრად უცნაურ მგზავრს ჩაისვამს მანქანაში. მას წარმოდგენაც არა აქვს, რა გავლენას მოახდენს ეს შეხვედრა მისი და ელენის თანაცხოვრებაზე…
თავისებური რითმის მქონე, დამაინტრიგებელი ფრანგული თრილერი, რომელიც კლოდ დებიუსის საკონცერტო მუსიკის ფონზე ვითარდება და ფილმს კიდევ უფრო ატმოსფერულს ხდის.