ანტარქტიდის კვლევითი სადგური Polaris VI. სადგურის საერთაშორისო გუნდი ათი წევრის შემადგენლობით ემზადება გრძელი პოლარული ღამისათვის.
6 თვის შემდეგ სადგურზე პირველი ვერტმფრენი ჩამოდის. ჩამოსულები აღმოაჩენენ ბრძოლის კვალს, შვიდ გვამს და ერთ გადარჩენილ წევრს. პოლიცია ადგილზე ყოფნას მხოლოდ 48 საათში შეძლებს.
და სადგურის უფროსი იოჰანი გადაწყვიტავს ამ დროში გაარკვიოს რა მოხდა აქ, ვინ არის დამნაშავე და რაც ყველაზე მთავარია- სად არის გუნდის კიდევ ორი წევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი მისი საყვარელი მეუღლე ანიკაა.