ახალგაზრდა უმუშევარი ,,გეიმერი” რიოჰეი არისუ საკუთარ მამასთან და უფროს ძმასთან მორიგი კამათის შემდეგ ტოვებს სახლს. იგი ხვდება თავის ორ ერთგულ მეგობარს – ერთი სამსახურს აცდენს, მეორე კი სამუშაოდან გაანთავისუფლეს. მეგობრები ცაში უცნაურ სალუტს ხედავენ, რის შემდეგაც მათ სხვა რეალობა ფარავს.
ისინი აღმოჩნდებიან ტოკიოს უდაბურ ვერსიაში და არკვევენ, რომ მათ მოუწევთ სამკვდრო-სასიცოცხლო თამაშში მონაწილეობა, რომლის გავლის შემდეგ მათ ეძლევათ რამდენიმე დღიანი ვიზა. წაგებულებს და თამაშიდან გამოვარდნილებს სიკვდილი ელით, ასევე ვინც ვიზის გაგრძელებაზე უარს ამბობს, ზეციური ლაზერით მომენტალური სიკვდილი ელის.