სკარლეტის მამა არქეოლოგი იყო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სკარლეტმა მისი შეგნებული ცხოვრება ფილოსოფიური ქვის ძებნას მიუძღვნა. არტეფაქტის, რომელსაც შუასაუკუნეების ალქიმიკოსების აზრით, შეუძლია ნებისმიერი მეტალის ოქროდ გადაქცევა და მარადიული სიცოცხლის მინიჭება. გოგონა უკომპრომისოდ მიიწევს დასახული მიზნისაკენ და იგი ახერხებს ქვის ადგილმდებარეობის განსაზღვრას- პარიზის მიწისქვეშა გვირაბები.
სკარლეტი ქირაობს ადგილობრივ უშიშარ გამყოლებს, რომლებიც მზად არიან ყველაზე დიდი მიწისქვეშა ლაბირინთის ვიწრო გასასვლელებში ჩაძვრნენ. ფსევდო-დოკუმენტურ სტილში გადაღებული საშინელებათა ფილმი, ამ ჟანრის გამოცდილი ამერიკელი რეჟისორისგან.