ეიბ აპელბაუმი ბავშვობიდან გატაცებული იყო სხვადასხვა კრიმინალური საქმეების გახსნით. მას მთელი ქალაქი იცნობდა და გულშემატკივრობდა. ეიბი ეხლა კერძო დეტექტივია. იგი უკვე 32 წლისაა. მაგრამ მას მოსვენებას არ აძლევს 20 წლის წინანდელი მისი მეგობარი გოგონას და თანაშემწის უეცარი გაუჩინარების ამბავი, რომელმაც მისი ცხოვრება და ახლობელი ადამიანების დამოკიდებულება მის მიმართ შეცვალა. როდესაც მასთან კლიენტი მოდის და სთხოვს მისი ბოიფრენდის მკვლელობის საქმის გამოძიებას, ეიბს ეძლევა შანსი მისი მოზარდობის დროინდელ საქმეებს კიდევ ერთხელ გადახედოს.
მოზარდობის, რომელიც ჯერ კიდევ თან სდევს და არ უშვებს მას ბოლოსდაბოლოს გაიზარდოს და დიდი გახდეს. ერთი შეხედვით ფილმის სიუჟეტის ცენტრი დეტექტიური ისტორიაა, თუმცა მასში ადამიანის სხვა საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემებია წამოწეული, რომელიც მოზარდობიდან ზრდასრულობაში გადასვლას სდევს თან. ფილმი რომელშიც დრამა, კომედია და დეტექტივი საინტერესოდაა ერთმანეთში შერწყმული და დაბალანსებული.